მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია“- ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე მოვლენებზე

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დმანისში მიმდინარე დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ის მთავრობას მოუწოდებს სამართალდამცველების მობილიზებისა და აღნიშნული კონფლიქტის მოგვარებისათვის მიიღოს საჭირო ზომები.

„რას ელოდებით? ღლიით? დროზე ჩაიყვანეთ პოლიცია და დაამშვიდეთ სიტუაცია და მკაცრად დასაჯეთ ყველა ვინც გუშინდელი ხორცსაკეპი მოაწყო, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თორემ მალე გვიან იქნება და პასუხისმგებლობა სრულად თქვენზეა.

პ.ს. „ეგრე უნდათ მაგ თათრებს“ ვინც წერთ, ყველანი ან იდიოტები ხართ ან კრემლის ხელფასზე, გამონაკლისის გარეშე“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ინფორმაციისათვის, დმანისში ადგილობრივ აზერბაიჯანულ მოსახლეობასა და ეკომიგრანტებს შორის ჩხუბი ყოფით ნიადაგზე 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა

ადგილობრივ აზერბაიჯანელებსა და ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება 17 მაისს განახლდა.

იხილეთ აგრეთვე:

✅დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები

✅დმანისში დაპირისპირება კვლავ გრძელდება (ვიდეო)