მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“ - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე - სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, „ხელისუფლება თავის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს“.

„ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფასს არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში - დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში - გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

თუ როგორ, მალე, რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!“, - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

შემდეგ რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ.

ისინი ასევე იმყოფებოდნენ „გირჩის“ ოფისთან, სადაც შენობას კვერცხები ესროლეს.