მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რაც შევთავაზეთ ოპოზიციამ დღეს საზოგადოებას - იყო მრავალფეროვნება, ყველა ტიპის ამომრჩევლისთვის“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

„რუსეთმა შექმნა ის ვითარება, რომ 48 საათის განმავლობაში ქვეყანა იყო ტერორისტული ბანდებისაგან დაუცველი“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

„საქართველო არის რუსეთ - საქართველოს ომის წინაშე. უმძიმესი ამბავია ჩვენს თავს, საქართველოს დამოუკიდებლობა დასაცავი გაგვიხდება მეთქი და ისე ნუ გავაკეთებთ იუნკერები როცა იღუპებოდნენ და დიღომში რესტორანში რომ ქეიფობდნენ.

გავიგეთ, რომ არ მოგვწონს ოპოზიცია, მაგრამ რაღაც სხვა გვმართებს, ტრადიციებსა და კულტურაზე ლაპარაკობენ, რომელ ტრადიციაზე საუბრობენ? რაც შეძლო ოპოზიციამ გააკეთა ის, რომ ყველა ტიპის ამომრჩეველი ეყოლება. რაც შევთავაზეთ ოპოზიციამ დღეს საზოგადოებას - იყო მრავალფეროვნება, ყველა ტიპის ამომრჩევლისთვის.

ამიტომ „გირჩი“ იქნება პეტრე, ელენეს ამომრჩეველი, თუ ვინც გინდა, ყველა ტიპის ამომრჩეველს მივაწოდეთ ხმა“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიცე მერობის კანდიდატს წარადგენს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, თბილისის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი კახა კალაძეა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ქედს ვიხრი თქვენი გამძლეობის, შეუპოვრობის და გაუტეხელობის წინაშე“ - ოპოზიციის ნაწილმა ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა

✅„გირჩი მეტი თავისუფლება“ ეცდება ჰყავდეს საკუთარი მერობის კანდიდატები მუნიციპალიტეტებში“ - ზურაბ ჯაფარიძე

✅„შიშის ფაქტორი მუშაობს, 300-500 ლარიანი სამსახური აქვს ადამიანს და იმის დაკარგვისაც ეშინია“- გია ბუღაძე