პოლიტიკა

რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ხელშეკრულების მომწერი მხარე, შესაბამისად მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა - დავით ჩიხელიძე

ქუთაისის უნივერსიტეტი
1627579899
დაკოპირებულია

„ორმაგი სტანდარტის მატარებელი, არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, „ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ (ISFED, GDI, TI, IDFI, EPF, DRI და სხვა). როგორც მოსალოდნელი იყო, მათ დაგმეს „ოცნების“ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირეს საკუთარ პარტიას, დიახ, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„დიდი ხანია რაც მათ და ოპოზიციური პარტიებს შორის ზღვარი წაიშალა, ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციის ნაცვლად მივიღეთ მახინჯი სიმბიოზი... მე არ მახსოვს მათი განცხადება, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტი გამოაცხადა, ახლა არ თქვათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი დემოკრატიული სამყაროს საუკეთესო პრაქტიკაა.... მუდამ წაგებულ და რაც მთავარია უსამართლო, არაობიექტურ, მიკერძოებულ თამაშს რატომ თამაშობთ?

რაც შეეხება „ოცნების“ გადაწყვეტილებას, რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ხელშეკრულების მომწერი მხარე, შესაბამისად მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან მათ წინაშე არავის არანაირი ვალდებულება არ აუღია. „ოცნება“ კი რეალურად ასრულებდა და ასრულებს ხელშეკრულებას, როგორც ვიცით ყველა შეთანხმებას მინიმუმ ორი მხარე ჰყავს, ყველა მხარეს აქვს საკუთარი უფლებები და ვალდებულებები, როდესაც ერთი მხარე არ ასრულებს მასზე დაკისრებულ უფლება მოვალეობებს, ეს საკმარისი საფუძველია, რომ მოხდეს ხელშეკრულების ანულირება, ჩვენს შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა ხელშეკრულების არაერთგზის დარღვევას. შესაბამისად ის რაც მოხდა არათუ მართებული, არამედ აუცილებელი იყო!“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ფოთისა და ხობის
მიტროპოლიტი გრიგოლი

„ეს არის დანაშაული სახელმწიფოებრიობის წი...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოსმენებსა და აღნიშნულ ჩანაწერებს სახელმწიფოებრიობის წინაშე დანაშაული უწოდა.

მმართველი გუნდიდან თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632047638

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

1632041313
გიორგი ტყემალაძე
მოსახლეობასთან
შეხვედრებს განაგრძობს

გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს გა...

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632033526
43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 501 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 43 ადამიანი, ხოლო 1 954 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

ავღანეთში აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლ...

ავღანეთის აღმოსავლეთ ქალაქ ჯალალაბადში აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ aljazeera იუწყება.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.