პოლიტიკა

რევაზ სოხაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

რევაზ სოხაძე სამგორის
რაიონში მცხოვრებ
იძულებით გადაადგილებულ
პირებს შეხვდა
1632342152
დაკოპირებულია

რევაზ სოხაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

შეხვედრაზე, დეპუტატობის კანდიდატმა დევნილებს კახი კალაძის 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ პროექტებს რომელთა განხორციელებაც მომავალში იგეგმება.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გახდა შესაძლებელი, რომ დევნილებს თბილისში ახალ აშენებულ კორპუსებში მიეღოთ საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები, რაც მანამდე კანონმდებლობით იყო აკრძალული. ამის კარგი მაგალითია ე.წ. ჰუალინგის საცხოვრებელ კომპლექსში დაკმაყოფილებული 900-ზე მეტი ოჯახი.

ბოლო 4 წლის განმავლობაში არაერთ დევნილ ოჯახს დაუკანონდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე დევნილებმა მთავარ პრობლემად რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და სკვერების მშენებლობის, სახურავების გადახურვის და სადარბაზოების კეთილმოწყობის საკითხი დააყენეს და როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ყველა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს რომ სამგორის რაიონის ბიუჯეტი გაიზარდოს.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.