მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდესაც ბავშვებზე მშობელი ვერ ზრუნავს, სახელმწიფო ვალდებულია, მშობელივით იზრუნოს მათზე“ - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს წევრი

„როდესაც ბავშვებზე მშობელი ვერ ზრუნავს, სახელმწიფო ვალდებულია, მშობელივით იზრუნოს ამ ბავშვებზე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ნინოწმინდის ბავშვთა პანიონის აღსაზრდელებზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს სოციალური მუშაკები, პერსონალი, მეუფე სპირიდონი შეხვდებიან ერთმანეთს. ბავშვებს მოეხსნებათ ის სტრესული გარემო, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ბევრი უცხო ადამიანია შიგნით და ერთგვარი შეგრძნება აქვთ გაღიზიანების და დაპირისპირების.

ამის შედეგად ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა, მეტად გახსნილები იყვნენ საუბარში და უფრო თავისუფლები იყვნენ, როდესაც სოციალურ მუშაკებთან ექნებათ ურთიერთობა. როდესაც ბავშვებზე მშობელი ვერ ზრუნავს, სახელმწიფო ვალდებულია მშობელივით იზრუნოს ამ ბავშვებზე“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება

✔️ „პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ამოიღებს ხმას თუ ბავშვების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე

✔️ „თქვენი წყალობით ბავშვები დასტრესილები და შეშინებულები არიან, ვცდილობთ დავამშვიდოთ“ - მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს