მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როდის გიყვარდათ თბილისი? მაშინ, როდესაც ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით აავსეთ ხევები?“ - ზარქუა მამუკა ხაზარაძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სამშენებლო ამნისტიის პროექტის განხილვა მიმდინარეობს, უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერს მამუკა ხაზარაძეს პასუხობს და ამბობს, რომ ის ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს.

ირაკლი ზარქუამ მამუკა ხაზარაძეს მიმართა და უთხრა, რომ „ვერ გაუტარებს იმ საკითხს, სადაც ის ორმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობს“.

ზარქუას თქმით, სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტი 10 ათასამდე მოქალაქის ქონებას ეხება, რომელიც დეველოპერებმა შუა გზაში მიატოვეს.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ მამუკა ხაზარაძეს. მეგონა წლების განმავლობაში ეს ადამიანი იყო სიმართლის, კეთილსინდისიერი ბიზნესის, არა ორმაგი სტანდარტის ეტალონი. შეუძლებელია იმის მოსმენა რაც გავიგეთ ბატონო მამუკა.

თქვენ წეღან პრეტენზიები გამოთქვით დედაქალაქის მერის და მაია ბითაძის მიმართ. გეგონათ გაგიტარებდით ამ ორმაგ სტანდარტს ან მე ან ჩემი კოლეგები. დედაქალაქმა გენერალური განვითარების გეგმა, რომ მიიღო თქვენს მიერ მოწონებული სააკაშვილით, მანდ საერთოდ გააქრო სატყეო ზონა. სატყეო ზონა გენერალურ გეგმაში 138 მლნ კვადრატია, ისევე როგორც რეკრეაციული ზონა 4 მლნ-თ გაიზარდა კალაძის და ქალბატონი ბითაძის დამსახურებით.

ვერც თქვენ და ვერც ვერანაირი დეველოპმენტი ვერ ააშენებს სტადიონებზე კორპუსებს და ეს გადავურჩინეთ ჩვენს შემდეგ თაობებს. რაც შეეხება დღევანდელ ამნისტიის კანონს, მეგონა გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ „ძალიან მაგარია“ და ამის მაგივრად დაიწყეთ თქვენს პრობლემებზე საუბარი.

თბილისი როდის გიყვარდათ ბატონო მამუკა? როდესაც დედაქალაქს სთხოვდით, რომ სატყეო ზონიდან 5000 სამშენებლო ზონად გადაკეთებულიყო? მაშინ გიყვარდათ ალბათ თბილისი. ან თუ მაშინ გიყვარდათ, როდესაც თქვენი სათავო ოფისის მშენებლობისთვის ნაგვით, რომ აავსეთ ხევები.

ამის უარყოფას ნუ ეცდებით, იმიტომ რომ ჯარიმები მაქვს მოტანილი. თუ გიმალავენ არ ვიცი. ორმაგი სტანდარტი მიუღებელია ჩემთვის. არ გაგიტარებთ ამას. თუ მაშინ გიყვარდათ თბილისი, როდესაც რეკრეაციული ზონიდან სთხოვდით საცხოვრებელი სახლების აშენებას. სიმართლე უნდა ითქვას, ვერ გაგიტარებთ“, - მიმართა ზარქუამ ხაზარაძეს.