პოლიტიკა

როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი? 

პარლამენტის ცარიელი
დარბაზი
1606297952
დაკოპირებულია

მე-10 მოწვევის პარლამენტი მაქსიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბება. 

„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს ადგენს. parlamenti_o_h.jpeg

მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა, შესაბამისად შემაჯამებელი ოქმი 10 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნდეს.

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს იმართება.

მე-10 მოწვევის პარლამენტი 20 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს.

პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ოპოზიციის ბოიკოტი...

პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ. საკანონმდებლო ორგანოში 9 პარტია მოხვდა:

✔️„ქართული ოცნება“

✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“

✔️„ევროპული საქართველო“

✔️„პატრიოტთა ალიანსი“

✔️„ლელო“

✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“

✔️„გირჩი“

✔️„მოქალაქეები“

✔️„ლეიბორისტული პარტია“

არცერთი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა, ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს საბოლოოდ იტყვის?

archevnebi-2020---opozitsiuri-partiebi_o_h.jpegსაქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. უფრო მარტივად, პირველ სხდომაზე მინიმუმ 76 ადამიანი თუ მივა, პირველი სხდომა ჩატარდება.

პირველი სხდომა შედგება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მანდატი მოიპოვა.

რა მოხდება შემდეგ?....

კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მინიმუმ 76 დეპუტატი პირველ სხდომაზე ცნობს არჩეულად გამოცხადებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.

უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თუ ამ უფლებამოსილებაცნობილ წევრთა რაოდენობა 100 ან მეტი იქნება, პარლამენტი უკვე შეიძენს სრულ უფლებამოსილებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს გადადგომა. იხილეთ ვრცლად.

ახალი მთავრობა...

ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას mtavrobis-administratsiaze-drosha-daeshva_o_h.jpegპარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ვადის ამოწურვის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

სახელმწიფო ბიუჯეტი დასამტკიცებელია...

პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე ინიცირებულია, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.

და ბოლოს, რას იზამს ოპოზიცია?...

ოპოზიციამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აქციები გამართა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსაც მდუმარე აქციით დახვდა, ტრანსფარანტებით, სადაც ეწერა, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის, ითხოვს ცესკო-ს წევრების შეცვლას და ხელახალ არჩევნებს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით. ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავენ და შემდეგ დიდი შეხვედრისთვის ემზადებიან.

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

1632685917

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

1632685109
თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარ...

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი...

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი დემეტრე მეორეს, გვანცა დედოფლისა და არტუანის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

არჩევნები გერმანიაში - ეგზიტპოლების თანა...

გერმანიაში დღეს ფედერაციული არჩევნები ჩატარდა.

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაც...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.