მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დახვდება ოპოზიცია საქართველოში მაიკ პომპეოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ესტუმრება, გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, 17-18 ნოემბერს ხალხი ცენტრალურ გამზირებზე გამოვა, გაკეთდება ცოცხალი ჯაჭვი, იქნება პლაკატები, პოლიტიკური მოთხოვნებით და ამერიკის დროშები, როგორც მისალმება სტრატეგიული პარტნიორის მიმართ.

„სრულიად განსხვავებული აქცია იქნება. ცენტრალურ გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, დაიცავენ სოციალურ დისტანციას, იქნება სპეციალური სტიკერები, სადაც ეწერება, რომ არჩევნები მოპარულია.

არ იქნება პოლიტიკური განცხადებები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები პლაკატებით“,- აღნიშნა გიგი უგულავამ.

აგრეთვე იხილეთ: 👇

🔴 საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოდის

🔴 პრეზიდენტი საქართველოში მაიკ პომპეოს სამომავლო ვიზიტს გამოეხმაურა

🔴 ზურაბ ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, რომ პომპეო ოპოზიციასაც შეხვდეს