მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც  ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გუნდი პრეზიდენტმა, ისე ზომიერად გააკრიტიკებს „ქართული ოცნება“ - ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი 2020

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ორივე მხარემ ამით დემოკრატიის სურათი დახატა.

„საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად წავიდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა ამის გარდა იყო ვრცელი განცხადებები სადაც ოპოზიციას აკრიტიკებდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია სანქციებს ითხოვს და ამით ანგრევს ქვეყნის იმიჯს.

გაცილებით დიდი ტექსტები იყო აქეთკენ, რითაც დააბალანსა მისი პატარა ნათქვამი. მაგ ადამიანის როლი ბიძინას თამაშში თავიდანვე იყო, რომ ეთამაშა, თითქოს არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც დამოუკიდებელნი არიან.

მის სიტყვას არანაირი ძალა არ ააქვს. ვითომ განსხვავებული აზრი დააფიქსირა და წავიდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. არც იმის მჯერა, რაღაც განცდა აქვს, გემი იძირება და მაგის გამო გააკეთა ეს განცხადება. როგორც ზომიერად გააკრიტიკა მმართველი გუნდი პრეზიდენტმა, ისე ზომიერად გააკრიტიკებს „ქართული ოცნება. დახატავენ სურათს რომ ქვეყანაში არის დემოკრატია. გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა გაგვიჩნდეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, შარლ მიშელი დოკუმენტი ამოწურული არაა. „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება კი ანულირებულად გამოაცხადა.