მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე: ჩვენს კანდიდატს კალაძე მხოლოდ ფეხბურთში აჯობებს

ნაციონალური მოძრაობის წევრი

„კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კალაძე არის დამარცხებული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს 4 წლის განმავლობაში დედაქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია.

„4 წელი არ გაუკეთებია არაფერი. ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა ლაგუნა ვერესთან გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? - 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ მშვიდობის ხიდი აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ძირითადი 3 მოთამაშე იქნება: კალაძე, მელია - ალბათ გახარია დააყენებს თავის კანდიდატს“ - გია ხუხაშვილი

👉 კახა კალაძე: ჩემი საარჩევნო სლოგანი იქნება - „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“!

👉 გახარიას პარტიაში თბილისის მერობის კანდიდატად აჩი არველაძის დასახელებას არ გამორიცხავენ