მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომან გოცირიძე: ნუთუ კალაძეს კარგი პიარ სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში დანიშნა, ეს „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“ ასოცირდება

ნაცმოძრაობის წევრი

„კახა კალაძეს ნუთუ პიარის კარგი სპეციალისტი არ ჰყავდა, რომ პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში არ დაენიშნა, ეს ასოცირდება „მთაწმინდიდან გამოქანებასთან“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ მერის თანამდებობაზე წარსადგენად კალაძეს ალტერნატივა არ აქვს.

„კალაძის დუმილი იყო თანხმობა მთავრობის კურსზე, რომელმაც ქუჩაში მოთარეშე მოძალადეები წააქეზა. მისი განცხადებები და დუმილი არ არის ოქრო, აჩვენებს, რომ პოლიტიკური ნება არ აქვს, არაპოპულარულ და ივანიშვილისთვის მტკივნეულ საკითხებზე ოდნავი კრიტიკული განცხადება გააკეთოს.

„ქართულ ოცნებაში“ ადამიანი არ დარჩა, ვისაც კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დანიშნავენ, ბრიგადირების დონის კადრები შემორჩათ. კალაძე ერთადერთია, ვისაც ალტერნატივა არ ჰყავს, რადგან მმართველ გუნდში სერიოზული საკადრო კრიზისია.

„ქართუს“ რესურსი ამოიწურა, მისი დაცვა და ექიმი მინისტრები არიან, დღეს რომელიმე თანამდებობაზე შეიძლება „ქართუს“ მზარეული მოგვევლინოს, „ქართუს“ რესურსი ამოიწურა. უკვე ყველას რცხვენია გაკოტრებულ „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ თბილისის მერის კანდიდატურას წარადგენს.

ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე დაიწყება.