პოლიტიკა

„როცა თქვენ განათლებას ეხებით, გამახსენდა თქვენს მიერ დაკეტილი ბაგა-ბაღი, სადაც თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისი გახსენით" - ტალიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 

პარლამენტის განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე თამარ
ტალიაშვილი
1623341023
დაკოპირებულია

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არც ჯანდაცვა, არც ბავშვების ბედი, მათ აინტერესებთ მხოლოდ პოპულიზმი და ამაზე მეტყველებს მათი ცარიელი სკამები დარბაზში“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, თუ არჩევნებზე საკუთარი მარცხის გამო პარტია საბოტაჟს უწყობს ხალხს, ამის პრევენციული მექანიზმების დანერგვა აუცილებელია:

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ პარადოქსულ განცხადებებს, რომელიც ასე დამახასიათებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მართლაც პარადოქსი იყო ის, რომ საქართველო ასახელეს არა მაგალითად ჯანდაცვის სისტემით, არამედ იმით, რომ ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა. როდესაც მთელი მსოფლიო С ჰეპატიტს ამარცხებდა, მათ С ჰეპატიტის პანდემიაში შეიყვანეს ჩვენი ქვეყანა. დავით სერგეენკოზე გაქვთ შენიშვნები, სწორედ მისი დიდი წვლილია, რომ ასეულობით ათასმა მოქალაქემ მიიღო ის სერვისი, რომელსაც მოწყვეტილი იყო მათი ხელისუფლების პერიოდში“, - აღნიშნა ტალიაშვილმა.

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თბილისში, კიევის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკეტილი ბაგა-ბაღი გაიხსენა, სადაც მოგვიანებით ამავე პარტიის საარჩევნო ოფისი გაიხსნა:

„არ მიყვარს იმ წარსულის გახსენება, თუმცა როცა თქვენ განათლებას ეხებით, ბუნებრივად გამახსენდა თბილისში კიევის ქუჩაზე თქვენს მიერ დაკეტილი ბაგა-ბაღი, სადაც თქვენივე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საარჩევნო ოფისი გახსენით - ეს უბრალოდ გამახსენდა, ჩვენ შევძელით და მოვახდინეთ ამ ბაღის და ათეულობით სხვა ბაღის რეაბილიტაცია და ბავშვებისთვის დაბრუნება. ჩვენ ასევე შევძლებთ კოვიდის დამარცხებას და სხვა გამოწვევების დაძლევას, უბრალოდ უნდა აცადოთ ხალხს. იმისათვის, რომ თქვენ და სხვა დესტრუქციულმა ძალამ აცადოს საზოგადოებას განვითარება, საჭიროა სწორედ ასეთი კანონპროექტების და სამართლებრივი მექანიზმების მიღება, იმისათვის რომ როცა მსოფლიოში პანდემია და ტოტალური კრიზისია, ქვეყანაში არეულობის საფუძველი არ შექმნა, არ იყო დესტრუქციაში შენი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ტალიაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ პოპულიზმი აინტერესებს

თამარ ტალიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს პარადოქსული უწოდა.

თქვენ ამბობთ, რომ ეს არის „რეპრესიული კანონი“ და „სანქცია არისო“ - მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. თუ არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური კრახის და მარცხის გამო პოლიტიკური პარტია სჯის ხალხს, მას საბოტაჟს უწყობს, საკუთარ ამომრჩეველს გაურკვეველ სიტუაციაში ამყოფებს, დიახ, საჭიროა პრევენციული მექანიზმების დანერგვა და სწორედ ამას გვთავაზობს ეს კანონპროექტი. ის რომ ეს კანონპროექტი არ მოგწონთ გასაგებია ხალხისთვის, მაგრამ ასევე უნდა აუხსნათ თქვენი პოზიცია საერთაშორისო საზოგადოებას, სწორედ ევროპარლამენტარები იყვნენ ძალიან ხმამაღალი თავის განცხადებებში, როდესაც სიტყვა-სიტყვით ამბობდნენ, რომ პარლამენტარმა თავის მანდატი უნდა განახორციელოს პარლამენტში. უნდა იცოდეთ, რომ როცა ასეთ პარადოქსულ განცხადებებს აკეთებთ, საზოგადოებას ექნება საპასუხო რეაქცია. მინდა ვისურვო, რომ საქართველოს ისტორიაში არ იყოს პერიოდი როდესაც მსოფლიო გამოწვევის პერიოდში ქართველი ხალხი დადგება ისეთი გამოწვევების წინაშე, რაშიც დააყენეთ თქვენ და რაც დასრულდა პარლამენტში შემოსვლით. თქვენ არ გაინტერესებთ არც ჯანდაცვა, არც ბავშვების ბედი, თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ პოპულიზმი და ამაზე მეტყველებს ეს ცარიელი სკამები. ჩვენ უნდა მივიღოთ კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მრავალპარტიული, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური სპექტრის განვითარებას.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.