მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი დაუშვებს ამ პროექტში რომელიმე ინვესტორის შემოსვლას?!“- რომან გოცირიძე ანაკლიის პორტზე

ნაცმოძრაობის წევრი

„მოხდა ის, რომ ჩაიდინეს დანაშაული. დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფარი. პორტი ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ, ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით, ეს იყო დაახლოებით იმ ტიპის პოლიტიკური ქოლგა, როგორიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ანაკლიის პორტის პროექტის წარუმატებლობაში მთავრობის როლს. 

მისი თქმით, ამერიკელი ინვესტორის მონაწილეობით პორტის აშენებას პირადად ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ფაქტორის გამო ეწინააღმდეგებოდა.

„ამ პროექტის განვითარების წინააღმდეგი პირდაპირ გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილი და მან რუსეთს ფაქტობრივად, მიართვა ეს პროექტი. რუსეთმა დაუქნიათ თითი. ანაკლიის პროექტი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის საქართველოს ხელისუფლება რუსეთისგან მართული და ის ვერასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელიც რუსეთს აწყენინებს.

რუსეთს უნდა პორტის მშენებლობის გაჩერება, რასაც უკვე მიაღწია. ახლა ის მოვა და აქ ფულს ჩადებს? ერთი შეხედვით მიმზიდველია, რომ პორტი და რეგიონი აკონტროლოს, თუმცა მან თავისი ამოცანა შეასრულა, პორტი გააჩერა “, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

როგორც მან განაცხადა, ახლა გამოსავალი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გაფართოება, პროექტში ამერიკელი ინვესტორის დაბრუნება და ევროპელი ინვესტორების მოძიებაა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

👉 ინფორმაციისთვის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის პროექტის განხორციელების ხელშეკრულება ოფიციალურად მიმდინარე წლის 9 იანვარს შეწყდა.

👉 მთავრობის განმარტებით, კონსორციუმმა დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

👉 29 ივლისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობის ახალ ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ანაკლიისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშეა - ანაკლიის კონსორციუმის განცხადება