მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთთან პირდაპირი რეისები თუ აღდგება, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას და აღნიშნავს, რომ ამით ეკონომიკა წინ წაიწევს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია დასაქმების პრობლემა მოგვარდეს, ტურისტული სექტორი განვითარდეს. რუსეთიდან ვიღებთ ტურისტებს და ხარჯავენ თანხას.

მე მგონია, პირდაპირი რეისები თუ აღდგება, რომელსაც არ დაადგა საშველი, ძალიან გაუხარდება ჩემს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას და წინ წაგვწევს. ვიღაც იტყვის, რუსეთიდან... რუსეთში ექსპორტი გადის, რა? სააკაშვილის დროსაც გადიოდა უბრალოდ იმდენი გააკეთა, რომ ჩაკეტეს. დივერსიფიცირება რაც ახლა გვაქვს, ასეთი არასდროს არ ყოფილა. ევროპის ბაზარზე ჩვენი ექსპორტის 25%-ზე მეტი გადის და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ასე რომ არ აურიოთ, ეკონომიკა ერთია.

არ ვიცი, ვინ აცხადებს, მაგრამ არა მგონია ამას სერიოზულად შედეგი მოყვეს, იმიტომ, რომ ისინი არიან გადამგდებები. თუ აღდგა რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, მე მივესალმები, ზუსტად ვიცი, რომ ამით ჩემი ეკონომიკა, ჩვენი ტურიზმი წინ წაიწევს“, - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, რუსული მხარე საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განსახილველად მზად არის“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა

იხილეთ აგრეთვე:

📣საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განსახილველად მზად არის - კარასინი