პოლიტიკა

სააკაშვილი გერმანიაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში, სინგაპურიდან კი საამიროებში, რაც ქვეყანას 213,385 ლარი დაუჯდა - აუდიტის დასკვნა

საქართველოს მესამე
პრეზიდენტი
1634132910
დაკოპირებულია

აუდიტის დასკვნას, რომელსაც ხელს აწერს აუდიტის ყოფილი უფროსი ლაშა თოდრია, წერია, რომ სააკაშვილი ქვეყნის ბიუჯეტს პირადი მიზნებისთვის ხშირად იყენებდა.

ამ დასკვნის თანახმად, ბიუჯეტის ფულით სარგებლობდნენ არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის წევრები, არამედ მთავრობის ოჯახის წევრებიც. ამის ნათელი მაგალითია ექსპრეზიდენტის გერმანიაში და კორეის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტები, სადაც სააკაშვილმა ოფიციალური ვიზიტის გარდა, სხვა ქვეყნებშიც იმოგზაურა.

დასკვნაში წერია, რომ 2012 წლის 19-21 მარტს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებით დაიგეგმა ოფიციალური ვიზიტები გერმანიაში და იმავე წლის 26-29 მარტს კორეის რესპუბლიკაში, თუმცა აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ ამ ოფიციალური ვიზიტების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა იმავე პერიოდში ბიუჯეტის ხარჯზე სხვა რამდენიმე ქვეყანაშიც იმოგზაურა. კერძოდ, გერმანიის შემდეგ ის პირადი ვიზიტით გაემგზავრა ტაილანდში, ტაილანდიდან სინგაპურში, სინგაპურიდან სამხრეთ კორეაში (ამ შემთხვევაში ოფიციალური ვიზიტით), კორეიდან კი გაერთიანებული არაბეთის საამიროებში, საიდანაც მიხეილ სააკაშვილი თბილისში სპეცრეისით 31 მარტს დაბრუნდა. და რა დაუჯდა ბიუჯეტს პრეზიდენტის 10-დღიანი ვოიაჟი ზემოაღნიშნულ ქვეყნებში? ამ კითხვაზე პასუხი აუდიტის დასკვნაშივე წერია:

„შემოწმებით დადგინდა, რომ 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში ქალაქ ფხუკეთში, სასტუმრო „AMANPURI"-თვის ანაზღაურებულია მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში ცხოვრების 2 დღის ხარჯი 60,543 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ერთი დღის ხარჯმა შეადგინა 30,271 ლარი. ამასთან, ამავე თარიღებში მისი თანმხლები პირის დავით ბაქრაძის ამავე სასტუმროში ცხოვრების ხარჯმა შეადგინა 16,652 ლარი. ასევე, ლევან ვარშალომიძეზე და რაფაელ გლუკსმანზე გაწეულმა სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა - 5,983 და 5,983 ლარი. სულ ტაილანდსა და სინგაპურში 2012 წლის 22-25 მარტს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 213,385 ლარი“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.