მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა

ექს-პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.

„მთლიანად ვეთანხმები! უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე! “, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გთავაზობთ გრიგოლ ვაშაძის განცხადებიდან მცირე მონაკვეთს 👇

„აუცილებლად მიმაჩნია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკონონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებას სხვადასხვა კომენტარი და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რის შემდეგაც მან სოციალურ ქსელში განმარტება გაავრცელა👇

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 დეკანოიძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

👉 ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე