მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილი ციხეში ხელისუფლებისთვის უფრო მეტი საფრთხეა“ - ნინო ბურჯანაძე

ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე

„მოშიმშილე სააკაშვილი მმართველი პარტიისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და მისი მდგომარეობის დამძიმება მარტივი არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ციხეში უფრო მეტი საფრთხეა ხელისუფლებისთვის.

„სიძულვილის და ზიზღის დათესვა არის ძალიან საშიში, ძალიან საშიში იმიტომ, რომ ეს ახდენს საზოგადოების პოლარიზაციას, სამოქალაქო დაყოფას, ღმერთმა არ ქნას დიდი დაპირისპირების შემთხვევაში ზიზღი ზიზღს თუ დაეჯახა, უბრალოდ წაგვლეკავს ყველას და მართლა ჩამოაქცევს ქვეყანას.

14 ოქტომბრის აქციაზე იყვნენ მოტივირებული ადამიანები, ეს არ იყო მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების აქცია. ქვეყნის ინტერესი დღეს არის არა იმაში, რომ რომელი პარტია დავიცვათ, არამედ იმაში, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში სამართლიანობისთვის არ არის ჩაჯენილი. ის ციხეში უფრო მეტი საფრთხეა ხელისუფლებისთვის. სააკაშვილი როდესაც ქვეყნის გარეთ იყო, მმართველი პარტიისთვის საფრთხე არ იყო.

მოშიმშილე სააკაშვილი მმართველი პარტიისთვის არის ძალიან დიდი პრობლემა და მისი მდგომარეობის დამძიმება მარტივი არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებსა და სამთავრობო მედიის წარმომადგენლებს მიმართავს

🔴 „სააკაშვილი იმ ტიპის ლიდერია, რომ შეაკვდება, აკვდება ფაქტობრივად ბრძოლას“ - თაკო ჩარკვიანი

🔴 „მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

🔴 „გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე