მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან - სააკაშვილის ადვოკატი

სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი მედიკოსები ჩაერთვებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგში უცხოელი ექიმებიც ჩაერთვებიან.

ამასთან, გიორგი გელხაური ამბობს, რომ საქმეში ჩართულია უკრაინული მხარე და უკრაინელი მედიკოსები.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სისუსტე იზრდება და ქართველ ექიმებს მედიკამენტური მკურნალობით უჭირავთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ქართველ მედიკოსებს, განსაკუთრებით, რეანიმატოლოგებს, რომლებმაც ორჯერ გადაარჩინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე მადლობას უხდის კონსილიუმის ყველა წევრს, ვინაიდან მათ დაწერეს დასკვნა და ეს დასკვნა რომ სიმართლეს შეესაბამება, ამასაც აღნიშნავს.

ამ საქმეში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარე და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, გუშინ ჰოლანდიიდან ჩამოვიდა ექიმი, ხვალ ჩამოდის უკრაინიდან რეანიმატოლოგი, საქმეში, ასევე, ჩაერთო კომაროვსკი, უკრაინელი მედიკოსი, რომელიც საკმაოდ ცნობილი ექიმია. მათ ექნებათ კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის ექიმთან და შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

👉 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

👉 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს