მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, როდესაც შეუძლებელი გახდა, წამოვედი“ - გახარია

გიორგი გახარია

„რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა, კი წამოვედი“, - ამის შესახებ ექსპრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ორიენტირებულია არა დაპირებების გაცემაზე, არამედ მათ შესრულებაზე და მის გუნდს საქმის კეთების გამოცდილება აქვს.

„ამ ქვეყანაში თუ ვინმე პოლიტიკაში ყოფილა ხალხს უკვე ყველა დაპირება მისცა და ყველაფერი უკვე დაპირებულია. ჩვენ საქმის ხალხი ვართ, საქმე მიკეთებია ყოველთვის. პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთოთ ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ, რომელმაც მერე გლეხზეც უნდა იზრუნოს, კულტურაზეც უნდა იზრუნოს, აფხაზეთზეც უნდა იზრუნოს და ყველაფერზეც უნდა იზრუნოს.

ეს არის ჩვენი მიზანი. ამის გაკეთება გვინდა და ვაკეთებთ ისე, რომ ერთმანეთი კი არ ვლანძღოთ და ცირკი კი არ მოვაწყოთ, ახლა რაც ხდება, არამედ, ღირსეულად, კეთილსინდისიერად და პროფესიონალების მხარდაჭერით სადღაც მივიდეთ“, - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, ექსპრემიერმა თანამდებობიდან წასვლის მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ბევრს ლეგიტიმური კითხვა ექნება ... იქ არ იყავიო და გაგეკეთებინაო... რაც შესაძლებელი იყო და სადამდეც შესაძლებელი იყო, მანამდე ვაკეთებდი, სადაც შეუძლებელი გახდა, კი წამოვედი“, - დასძინა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 გიორგი გახარია მერის კანდიდატზე: ვმუშაობთ, გვეყოლება ღირსეული კანდიდატი

👉 „ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“ - გახარია IRI-ს კვლევაზე

👉 „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის“ - ხუხაშვილი IRI-ს კვლევაზე