მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთო პოზიცია შევაჯერეთ“ - „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

ლელო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია დასრულდა. ოპოზიციური სპექტრის შეხვედრისა და განხილვის თემა მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდს შეეხებოდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია სრულიად ერთიანია საკუთარ მიდგომებში.

„სამსჯელო ძალიან ბევრია. იმიტომ რომ ჩვენი სურვილია ქვეყანა შექმნილი კრიზისიდან გამოვიდეს. ამისთვის ოპოზიციას უნდა ჰქონდეს მკაფიო სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ამიტომ, ძალიან ბევრი სამსჯელო მიმდინარე საკითხებზე და უფრო გრძელვადიან ტაქტიკაზეც. მზად ვიქნებით ჩვენი მიდგომები გავაჟღეროთ როგორც ფასილიტატორ ელჩებთან, ასევე „ქართულ ოცნებასთან“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, განცხადება გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა.

„ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა, იცით, რომ რამდენიმე საათი გრძელდებოდა ეს დისკუსია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხალხი ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა, საერთო პოზიცია შევაჯერეთ, მზად ვართ მესამე რაუნდისთვის, ელჩებთან შეხვედრისთვისაც. ამ შეხვედრის შემდეგ იქნება კომუნიკაცია“, - აცხადებს ელისაშვილი.

👉 შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე უარს აცხადებენ.

👉 ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, პარლამენტში შესვლის თაობაზე მოლაპარაკება აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით მიმდინარეობს.

👉 მხარეებს შორის დიალოგის ორი რაუნდი უკვე შედგა.