მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭიროდ არ მიმაჩნია“ - გია ვოლსკი მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პარლამენტში სტენდთან დგას და საუბრობს.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან დავით გარეჯის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა საჭირო არ არის.

„მე პირადად არ მიმაჩნია საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ საკითხზე საჭიროდ, ვინაიდან განცხადებულია, რომ დავით გარეჯი არ ეკუთვნის საქართველოს და ეს განცხადება ეკუთვნის წინა ხელისუფლების ლიდერებს ისევე როგორც ივერი მელაშვილს.

ჩემთვის ეს საკმარისია იმისათვის, რათა წარმოდგენა მქონდეს ვისთან მაქვს საქმე, თუ კი არის იქ სამართლებრივი ნიუანსები, რომელსაც უნდა გაყვეს საპარლამენტო კომისია, ამის რეგლამენტი არსებობს და შეიძლება შეიქმნას კომისია ამასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 მეგრელიშვილს იარაღი არ სჭირდება, სიტყვაა მისი იარაღი

👉 „პრაქტიკულად, ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს“