მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან“- იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

„საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან“ -აღნიშნული განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ალიანის ლიდერები საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს დაუჭერენ.

„უკრაინა და საქართველო ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ პოლიტიკურ პრაქტიკულ მხარდაჭერას, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობის გაძლიერებას.

უკრაინა და საქართველო გახდნენ რუსეთის აგრესიული ქმედებების სამიზნეები. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და იგივეს აკეთებს უკრაინასთან - ყირიმის არალეგალურ ანექსიას.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ერთიანობას. ასევე ველი, რომ ნატოს ლიდერები დაადასტურებენ გადაწყვეტილებას ღია კარის პოლიტიკაზე რომელსაც აქვს წარმატება დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელების კუთხით ევროპაში.

სამიტი მოახდენს ნატოს მხარდაჭერის დემონსტრაციას საქართველოს და უკრაინის მიმართ და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ფოკუსი მიმართულია რეფორმებისკენ და ჩვენ მათ დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ ამ რეფორმების იმპლემენტაციაში“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„უკრაინა და საქართველო უნდა გახდნენ ნატოს წევრები“- კონდოლიზა რაისი

ინფორმაციისათვის, ნატოს სამიტი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების დონეზე ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება.