მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ“- სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი 2021

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ ჰუმანიტარულ შეთანხმებას საკუთარ Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნული შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ინფორმაციისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებაში“- აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

✅„მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში“- ენტონი ბლინკენი