პოლიტიკა

„საქართველო სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს“ - მარინა კალიურანდი

მარინა კალიურანდი
1632593971
დაკოპირებულია

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად და იმის საჩვენებლად პოლიტიკური ძალები სახელმწიფოებრივად იქცევიან. მისი თქმით, ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.

კალიურანდი აღნიშნავს, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება. ის, ასევე, საუბრობს ევროკავშირის ელჩის მიყურადებაზე და ამბობს, რომ ბრიუსელი ამას უპასუხოდ, სავარაუდოდ, არ დატოვებს.

„ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დავაკვირდებით, ევროპარლამენტს 2020 წელს არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა, თუმცა წლევანდელ არჩევნებზე ვგეგმავთ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასვლას და არჩევნებზე დაკვირვებას.

მოველით თავისუფალ, სამართლიან და ღია არჩევნებს. საქართველოში უკვე 1 წელია პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს, ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, მკაფიო პოლიტიკური „ლიდერშიპი“ და ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მკაფიო პოლიტიკა.

წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია, მაგრამ საქართველო ამ პერიოდში სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია. პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ, ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე როგორც საქართველოს მეგობარი, ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს, ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს“, - განაცხადა კალიურანდმა.

ის ასევე გამოეხმაურა ფარული ჩანაწერების გავრცელებას და აღნიშნა, რომ ასეთი მოსმენები მიუღებელია.

„იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ქართველ პოლიტიკოსებზე, თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშონ, ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს, იპოვოს დამნაშავეები, მათ პასუხი აგებინოს. ახლა ევროკავშირი ელოდება ამაზე დამატებით განმარტებებს თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინაა პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს გავრცელდა ჩანაწერები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და დიპლომატების სავარაუდო სატელეფონო საუბრების გაშიფრული მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გუშინ საქართველოს ელჩი დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში“ - კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე

✅„თუ საზოგადოება ამას იტანს, წუწუნს თავი უნდა გაანებოს და იმსახურებს იმას, რაც არის“ - გია ხუხაშვილი ჩანაწერებზე

„თავისუფლება მიშას“ -
რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის მხარდამჭერი
აქცია დაიწყო

„თავისუფლება მიშას“ - რუსთავის ციხესთან...

რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო.

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

1635087442

ქუთაისი ჩემი დედულეთია და მე მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

1635084330

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

1635083551

„მოგეხსენებათ, თელავში ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი, ლევან ანდრიაშვილი, ძალიან წესიერი, კეთილსინდისიერი კაცი, გამოცდილი საჯარო მოხელე, რომელმაც თავისი საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის წარმატებული ახალგაზრდა კაცი, მოტივირებული თავისი თელავისთვის და თელაველებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

1635083233
1 დაღუპული და 7 დაშავებული -
ტერორისტული თავდასხმა
უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდ...

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბ...

რუსთავში, შარტავას გამზირზე დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო.

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან...

თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში მოგება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თიანეთში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის...

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ავრცელებენ.