მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველომ რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაგმო

ხუთკვრიანი დროშა

ეუთო-ს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე საქართველომ დაგმო რუსეთის სამხედრო წვრთნები - „კავკასია 2020“, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს დელეგაციამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უხეში დარღვევა. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და იწვევს დესტაბილიზაციას რეგიონში.

ამ საკითხის ქვეშ, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ერთხმად დაგმეს სამხედრო წვრთნების საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარება და მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბერს დასრულდება.