პოლიტიკა

საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით ევროკომისია ანგარიშს ავრცელებს

ევროკავშირის დროშა
1612891178
დაკოპირებულია

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან Europol, CEPOL და Frontex-თან თანამშრომლობის გაღრმავება.

ანგარიშში ასევე, საუბარია უვიზო მიმოსვლის წარმატებულად გაგრძელების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორიცაა რეადმისიის კუთხით წარმატებული თანამშრომლობა, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შესაბამისად უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება.

დამატებით, ანგარიშში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის საპოლიციო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა, თანამედროვე საპოლიციო მეთოდების - საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა, ორგანიზებული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება.

ევროკომისიის მიერ ასევე, აღნიშნულია სამოქალაქო დაცვის საკითხებზე ევროკავშირის შესაბამის მექანიზმთან (UCPM) თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები.

ევროკომისიისთვის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 2021 წელს პრიორიტეტულია საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ განხორციელებული ცვლილების ეფექტიანი განხორციელება.

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

1632153245

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

1632153150

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

1632151070

„როდესაც არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეგაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ფაქტი ყველაფერზე მეტყველებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი ამ სარჩელის უკან“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს სარჩელს.

1632150917
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე და ყოფილი
პრემიერი

„ხარი ხართან დააბი“ არის ის, რაც დაემართა გიო...

„ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც დაემართა გიორგი გახარიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აშშ-ში მაღაზიაში გასაყიდი ქათმების 99%-შ...

აშშ-ში ჰუმანური ლიგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაღაზიებში გასაყიდი ქათმების 99%-ს ფრინველის კუნთის დაავადება აქვს, რომელიც „თეთრი ზოლების“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები...

„ქარდავას ექსტრადირება რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი იყო, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ეს იყო სამართლებრივი აქტი და არა პოლიტიკური, როგორც ამას მისი გარემოცვა ამბობს. არ მესმის ქარდავას მხარდამჭერთა მესიჯები, რომლებიც პირდაპირ ვიტყვი, რომ მწამებლის გმირად შერაცხვას ცდილობენ. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ვარაუდებით“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ს „ს...

ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ სარჩელს ეხმიანება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობის ეხება.