მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტები ეწვევიან

საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტები ეწვევიან

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეუერთდება.

„ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ. ლიდერთა შეხვედრა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში გაიმართება“ , - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „შარლ მიშელი მკაცრი იქნება“ - ხუხაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მორიგ ვიზიტზე

🔴 შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის