მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ეწვია. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნება შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის პირველი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან.

ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს. აღსანიშნავია, რომ ენ ლინდე, საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2020 წელს ესტუმრა.