მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს“ - ევროპარლამენტარები

კალიურანდი და ვიოლა

უმცირესობის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, დასავლეთი საქართველოსგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ლიდერებმა უნდა დაგმონ ძალადობა ლგბტქ პირების წინააღმდეგ, რეაგირება კი ამ კუთხით არ იყო საკმარისი - ასეთია ევროპარლამენტარების ნაწილის შეფასება.

ევროპარლამენტარის დეპუტატი ესტონეთიდან მარინა კალიურანდი, საქართველოში პარლამენტის წევრებს მიმართავს, რომ უმთავრესი უნდა იყოს ქართველი ხალხის ინტერესი.

„საქართველოში რთული პოლიტიკური გარემოა. დიდია პოლარიზაციაა, 5 ივლისის მოვლენები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს, მინდა გითხრათ, რომ დემოკრატია ნიშნავს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მივმართავ პარლამენტის ყველა წევრს გადადეთ გვერდით პოლიტიკური ინტერესები, წინა ხაზზე უნდა იდგეს ქართველი ხალხის ინტერესები.

ცხადია, პოლიტიკური ხედვა ყველას სხვადასხვა გაქვთ, მაგრამ პარლამენტის წევრები ხართ და სამუშაო უნდა გასწიოთ. ჩვენ აქ ვართ არა იმისთვის, რომ გასწავლოთ, არამედ გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, საჭიროების შემთხვევაში, კი დაგეხმაროთ“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან, ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პარლამენტი უნდა ამკვიდრებდეს ტოლერანტობის მაგალითს და უნდა იცავდეს უმცირესობის უფლებებს, გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრები ერთმანეთს მშვიდობიან და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა ხდებოდეს.

„ყველამ ვნახეთ ის ძალადობრივი თავდასხმები 5 ივლისს. აუცილებელია განსხვავებული აზრების კონსენსუსი მოხდეს მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით. ეს აუცილებელია მოხდეს ყველა დონეზე იქნება ეს სახელისუფლებო, თუ საზოგადოებრივი. საქართველოს პარლამენტის ვალდებულებაა, რომ მოგვცეს ტოლერანტობის მაგალითი, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ მოსაზრებებს და იქნება ღია კომპრომისი. ეს იქნება ფუნდამენტური ნაბიჯი ევროპული გზისკენ,“ - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენ მოვუწოდეთ მთავრობას, დაადასტუროს თავისი ვალდებულება, დაიცვას ყველა“ - დიეგო კოლასი

✅„თავდასხმები ჟურნალისტების, ტურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ საქართველოში დასაგმობია“ - ჯიმ რიში

✅აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას 5 ივლისის მოვლენებში დამნაშავე პირების დასჯისკენ მოუწოდებს