მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს პრეზიდენტი ჯობია ციხეში იყოს, ვიდრე ამ გაუგებარ მდგომარეობაში“ - მეგრელიშვილი სააკაშვილზე

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახო მეგრელიშვილის თქმით, ყოველთვის მომხრე იყო, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში ჩამოსულიყო და მასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეული ყოფილიყო.

მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი სჯობს ციხეში იყოს, ვიდრე ამ გაუგებარ მდგომარეობაში“.

„ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსულიყო და ზოგადად, მასთან დაკავშირებული საკითხი გარკვეულიყო, თუნდაც პოლიტიკურად თუ სამართლებრივად.

საქართველოს პრეზიდენტი ჯობია ციხეში იყოს და საქართველოში იყოს, ჩემი აზრით ეს უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ამ გაუგებარ მდგომარეობაში“, - განუცხადა „იმედს“ მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

ამავე თემაზე:

🔴 „ყოველთვის ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე

🔴 „ცოტაც კიდევ გაძელით ხალხო, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ“ - მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

🔴 ყველა პოლიტიკოსმა, სააკაშვილის ჩათვლით, თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციას დაძაბავს - სვენ მიქსერი