მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა 19-20 ოქტომბერს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.