მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილი: ვითხოვთ, გომელაურმა დატოვოს თანამდებობა

ნაციონალური მოძრაობის წევრი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე პირდაპირ არის პასუხისმგებელი, ამიტომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, მინისტრთან დეპუტატებს მწვავე კითხვები ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.

ვახტანგ გომელაურის გამოსვლა 14:00 საათზე დაიწყება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ალეკო ელისაშვილი: ყველაზე ღირსეული იქნებოდა, თუ გომელაური გადადგებოდა

👉 „ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს“ - გიორგი მარგველაშვილი

👉 „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ წითელი ხაზები გადაკვეთეს“ - პრემიერი