მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა

სალომე სამადაშვილი პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ენმ ოფიციალურად დატოვა, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს ოფიციალურად მივმართე უკვე ნაციონალურ მოძრაობას, რომ პარტიას ვტოვებ.

უხეშ პოლიტიკურ შეცდომას მიმაჩნია ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი არ მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ამან შეუძლებელი გახადა ჩემი თანამშრომლობა პარტიასთან.

მე ვიყავი მომლაპარაკებელი ერთ-ერთი და საერთაშორისო ასპარეზზე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის დამაზიანებელი.

ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიად. როგორც არის, უკვე დიდი ხანია,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის თქმით, ხელის არ მოწერა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არის ძალიან დიდი შეცდომა.

შეგახსენებთ, რომ დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, მოლაპარაკების მიღწევის მიზნით, ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, ვადამდელი არჩევნები საქართველოში 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს“