მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალომე ზურაბიშვილი იაგო ხვიჩიას შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი და იაგო ხვიჩია

„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ჩემი აზრი წარმოვუდგინე“, – ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც სალომე ზურაბიშვილი იყო მონიშნული.

„ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, მაგრამ იქამდე „ფეისბუქზე“ დავთაგე და ჩემი აზრი წარმოვუდგინე საჯაროდ. შეხვედრას სხვა ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ეს იყო ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც ჩემი აზრით ეწინააღმდეგებოდა ამ წუთას შარლ მიშელის მიერ დადებული დოკუმენტის სულისკვეთებას. მე პარლამენტში არ წარმოვადგენ დიდ პარტიას, ოპოზიციონერებიც იქ არ არიან, მაგრამ ჩემი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო საბჭოთა ადმინისტრაციული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების წინააღმდეგ ბრძოლა.

აქედან რა გამოვა, არავინ არ იცის, ამაზე გარანტიები ზოგადად არ არსებობს. ჩვენ, ჩემი აზრით, პირნათელი ვართ ქართველი ხალხის წინაშე. რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, მინიმუმ პროგრამა გავასაჯაროეთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, რომ იაგო ხვიჩიას პოზიციით, პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.