პოლიტიკა

„სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა“ - თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე
1614066914
დაკოპირებულია

„ნიკა მელია თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სასამართლოში, დანარჩენი პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში - ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სწორი გზა,“ - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მელიას საქმეზე სახელმწიფო იყო კომპრომისული, თუმცა მან განგებ აირჩია გზა, რომლითაც უფრო მეტ ესკალაციას შეიტანდა პროცესში.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

სახელმწიფო იყო მაქსიმალურად კომპრომისული, მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევებში, მან იცოდა რომ ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა.

მან განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.

დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა.

მთელი საზოგადოების წინაშე სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა რადიკალურ ოპოზიციასა და ნიკა მელიას ეკისრებათ.

„მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც არწმუნებდნენ და ურჩევდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე და ცესკოს შენობაზე შეტევის ძალადობრივი გზა, თითქოს არის დემოკრატიული და რაიმე შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას.

დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი შეიყვანა ჩიხში.

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, შემდეგი ნაბიჯი პროცესების დეესკალაციისკენ იქნება უკვე პარლამენტში და საპარლამენტო პროცესში მონაწილეობა.

ნიკა მელია თავის ადვოკატებთან ერთად აგრძელებს პროცესს სასამართლოში, დანარჩენი პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში - ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სწორი გზა,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას ფიქრობს თალაკვაძე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე, მან შემდეგი სიტყვებით უპასუხა:

საერთაშორისო პარტნიორებს რაც შეეხება, პარლამენტზე ძალადობრივ შეტევას, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობას და ძალადობის წახალისებას, თავის გამოცხადებას კანონგარეშედ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, დასავლეთში, პასუხი ექნება ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს საქართველოში, ვინაიდან საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ვინც კანონზე ზემოთ აყენებს თავს ის სცდება.

მთელმა საზოგადოებამ იცის რომ ნიკანორ მელიას შეთავაზებული ჰქონდა გირაოს გადახდა, მეც მივმართე ოპოზიციას და პირადად მას, რომ ვითარების განმუხტვის ერთადერთი საშუალება იყო, რომ დამორჩილებოდა კანონს.

გარწმუნებთ, რომ დასავლური ღირებულებები გახლავთ კანონის უზენაესობის პრინციპი.

დასავლური დემოკრატია გახლავთ, რომ საკუთარი ქვეყნის პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა არის შეუწყნარებელი,“ - აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის, დღეს, სამართალდამცავმა ორგანოებმა ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს.

აგრეთვე დაინტერესდებით:

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე

ნიკა მელია დააკავეს! (ვიდეო)

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა და მას ურცხვობის კულმინაცია უწოდა.

1632686858

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ კახათში გამართა.

1632686442

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005
ჟურნალისტი ნათია ბერიძე
Pia.ge

ნათია ბერიძე: გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა...

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

კალაძე - 41%, მელია - 36%, გახარია - 13%...

IPSOS-ის კვლევების მიხედვით, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს თბილისის მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, შედეგები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა.

ტყუილში აცხოვრებენ ამომრჩეველს და ბოლოს,...

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება, რომ თითქოს ხელისუფლებამ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

სერგო ხიდაშელმა ონის მოსახლეობასთან შეხვ...

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს „ქართული ოცნების“ ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა სერგო ხიდეშელმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრები დაასრულა.