მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ, მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით“ - იოსელიანი „ნაციონალურ მოძრაობას“

მოქალაქეების წევრი

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა და განუცხადა, რომ „სამართალი მართლა ურმით დადის და ეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა“.

ლევან იოსელიანის თქმით, მას „ნაცმოძრაობისთვის“ ბევრი აქვს სათქმელი, თუმცა, ტრიბუნას უფრო მნიშვნელოვანი საკითხისთვის გამოიყენებს და სათქმელს სხვა დროს იტყვის.

„პირველ რიგში მოგილოცავთ პარლამენტში შემობრძანებას. არ ვაპირებ ახლა ეს ტრიბუნა გამოვიყენო იმისთვის, რომ პასუხი გავცე ყველა იმ ბრალდებას, რაც თქვენ, თქვენმა პარტიამ მე და ალეკო ელისაშვილს გვესროლეთ. ამის საშუალება აუცილებლად გვექნება. ყველაფერზე აუცილებლად გაგცემთ პასუხს.

უბრალოდ, ვიტყვი ერთ რამეს, რომ სამართალი მართლა ურმით დადის და ეს ის დღეა, როდესაც სამართალმა პური ჭამა, თქვენ სხედხართ აქ და მე ვდგავარ ტრიბუნასთან და გესაუბრებით. ბევრი რამის თქმა შემიძლია, ოღონდ მირჩევნია იმ საკითხზე ვილაპარაკო, რაც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად ადარდებთ. ჩვენს მოქალაქეებს ადარდებს ის უბედურება, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც. პარტიის ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში საქმის გასაკეთებლად შევიდნენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტში მივიდნენ (ვიდეო)

🔴 თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

🔴 „პარლამენტში საქმის საკეთებლად შევდივართ“ - რომან გოცირიძე