პოლიტიკა

„სამიტზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან ინტენსიურად განვიხილავთ“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

გიტანას ნაუსედა
1623342411
დაკოპირებულია

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე წამოჭრის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, ეს საკითხი აქტიურად განიხილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და ევროპულ კომისიასთან.

„მე წამოვჭრი ამ საკითხს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდამჭერები ვართ და ვფიქრობთ, რომ ეს იდეა – მოლდოვისა და უკრაინის გაერთიანება და ეს სამმხრივი ფორუმი იყო ძალიან დროული, კარგი გადაწყვეტილება, რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ.

ჩვენ რეალურად ძალიან ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს შარლ მიშელთან, ევროპულ კომისიასთან. ისინი თქვენი ამოცანების ძლიერი მხარდამჭერები არიან და ამას აქვს გარკვეული საფუძვლები, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, როდესაც ერთი საბჭოთა სივრცის წევრები ვიყავით და გვქონდა ბევრი ხალხთაშორისი კონტაქტი, ეს კონტაქტები დაგვრჩა.

ვიცი, რომ ხმას გვაძლევთ ევროვიზიაზე და ესეც მნიშვნელოვანია. ამას ძალიან ვაფასებთ და ჩვენც თქვენ გაძლევთ ხმას“,– განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ლიეტუვა არასდროს აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“- ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზიდან

✅„თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ევროპული ერების ოჯახში ყოფნას იმსახურებს“ - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლაშა ბექაური

ბექაურმა შერაზადიშვილისთვის რუს მეტოქეზე...

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

1627466951

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის რიგგარეშე არჩევნები არა თუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დანიშნოს.

1627467896

მსოფლიოში ნავთობის და საწვავის ფასები შეიძლება კორონავირუსის ახალი ტალღის გამო კვლავ შემცირდეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

1627467590

„რუსეთს მხოლოდ ბირთვული იარაღი და ნავთობი აქვს, მეტი არაფერი. სწორედ ამიტომ ვლადიმერ პუტინი კიდევ უფრო სახიფათოა“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

1627465164

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

1627464854
თბილისის მერია

თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდა...

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა

28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა!

კახა კალაძე: ქვეყანაში ნებისმიერ ადამიან...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება, თუმცა დედაქალაქის იერსახის დამახინჯება კანონდარღვევაა და იგი დასჯადი ქმედებაა.

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რე...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.