პოლიტიკა

საფრთხე, რომ ამნისტირებულმა ადამიანებმა საზოგადოებას საშიშროება შეუქმნან, მინიმუმამდეა დაყვანილი - დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძე: გუშინ, ოპოზიციამ
კიდევ ერთხელ ესროლა
ტალახი საზოგადოების
ღირსეულ წარმომადგენლებს
1610557170
დაკოპირებულია

„ყოველი ადამიანი იმსახურებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას“ - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამნისტიის შესახებ მიღებულ კანონს.

ჩიხელიძის შეფასებით, ამნისტიის შესახებ მიღებული კანონი მმართველი გუნდის ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

დავით ჩიხელიძე იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული ამნისტირებული ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს:

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა, კანონი ამნისტიის შესახებ მიიღო. აღნიშნული მმართველი გუნდის, მორიგი ჰუმანური აქტი და ჰუმანიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია! რა თქმა უნდა, გავეცანი თითოეულ მუხლს, რომელსაც ამნისტია შეეხება და შემიძლია განვაცხადო, რომ ყოველი მუხლი დიდი სიფრთხილით არის შერჩეული და იმის საფრთხე, რომ ამნისტირებულმა ადამიანებმა საზოგადოებას საფრთხე შეუქმნას, მინიმუმამდეა დაყვანილი. მიუხედავად ამნისტიის ფართო მასშტაბურობისა, ის ყველას ვერ და არ შეეხება, რადგან ამნისტიას აქვს საკუთარი წესები, ჩარჩოები და ა.შ. მესმის ყოველი ადამიანის, რომელთა შვილი ან ახლობელი ციხეშია, მაგრამ საუბარი, რომ ამნისტია არის შერჩევითი ხასიათის, ყოვლად უადგილო და ჩემთვის მიუღებელი გახლავთ! პირიქით, ამნისტიის კანონპროექტი სწორედ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელია. მნიშვნელოვანია ამნისტიის მასშტაბები, რომელიც რამდენიმე ათას ადამიანს მოიცავს, ამნისტია 1500-მდე პატიმარს, 6000-მდე პრობაციონერს, 4000-მდე იმ ადამიანს შეეხება, რომელთაც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით დაეკისრათ ჯარიმები. ყოველი ადამიანი იმსახურებს ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობას. მაქვს მოლოდინი, რომ თითოეული ამნისტირებული ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და ჩვენს საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.