მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გირჩის“ დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გირჩის“ დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ დარეგისტრირების საკითხს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომიტეტმა კონსულტაციების გამართვის შემდეგ მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით ყველა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში

პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების და საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ექნება.

„მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრება დაიწყო არასტანდარტული გზით, რითაც ქართულმა დემოკრატიამ მაგალითი აჩვენა მსოფლიოს.

ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი სიახლეები საპარლამენტო ცხოვრებაში, რამაც მოითხოვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა.

გაჩნდა პოლიტიკური ჯგუფის ცნება, რომელიც არ არის ფრაქცია, მაგრამ ბევრი მისი მსგავსი უფლებამოსილება მიეცა, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოფილიყო ყველა იმ სუბიექტისათვის, ვინც ბარიერი გადალახა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, კომიტეტმა საკითხს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.