მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია“ - წულუკიანი გახარიაზე

გიორგი გახარია და თეა წულუკიანი

„მე მგონია, რომ ჯობდა, არ წასულიყო, რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ჩემთვის კითხვის ნიშნებს ბადებს,“ - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ის ოპოზიცია იქნება. წულუკიანს იმედი აქვს, რომ ასე არ მოხდება.

„ბევრი ამბობდა, მათ შორის მედიასივრცეში, სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ის დაბრუნდება, ის ჩაუდგება „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში და ა.შ. რაკი ჩემს აზრს მეკითხებით, გეტყვით, რომ იმედი მქონდა, ის ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი.

ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა, ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა, ამას ვიტყვი.

თუ შემობრუნდა, და როგორც ჩანს, ეს მას გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება,“ - აღნიშნავს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, მმართველ გუნდში გიორგი გახარიას განცხადებით ყველა გაკვირვებულია.

„ერთი მხრივ, საინტერესო იქნება, ვერ ვიტყვი, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო იქნება. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია. თუმცა, გუნდში, ყველა, ვინც ვნახე მე დღეს პარლამენტში გადაბარების პროცესში, გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მათ შორის მე“, – განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის შეფასებით, თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნდება, ეს „ქართული ოცნებისთვის“ საზიანო ვერ იქნება.

„ეს ჩვენთვის საზიანო ვერ იქნება, მაგრამ პიროვნულად მისთვის უკან დაბრუნება რამდენად კარგია, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს, არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, თუმცა წარმატებას ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და გეგმების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში შეატყობინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔺 „არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა“ - ელენე ხოშტარია

🔺 „არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

🔺 „შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია, რომ შექმნას „ქართული ოცნება 2“ - გიორგი მარგველაშვილი