მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სენატორი რიში: პრეზიდენტმა რურუა უნდა შეიწყალოს

სენატორი ჯიმ რიში

„სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს“, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა „მთავარი არხის“ თანამდამფუძნებლის გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

სენატორის თქმით, სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სენატორი ამბობს, რომ შეშფოთებულია რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო.

„არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა“, - აღნიშნა სენატორმა.

ცნობისთვის, 30 ივლისს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.