მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგო ხიდეშელი ონის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

სერგო ხიდეშელის წინასაარჩევნო შეხვედრა

ონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი სერგო ხიდეშელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ ნაკიეთის, ნიგავზების და ჟამიერეთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ამავე ცნობით, 2020 წლის სტიქიამ, რომლის სალიკვიდაციო სამუშაოები დღემდე ინტენსიურად გრძელდება, საგრძნობლად დააზარალა ონის მუნიციპალიტეტი და განსაკუთრებით ნაკიეთისა და ჟამიერეთის მოსახლეობა.

შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელი დაჰპირდა მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით, მათი უკეთესი მომავლისთვის ზრუნვას კლავ გააგრძელებს.