მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სეზონი არ ჩავარდეს, მოხსენით კომენდანტი“ - დავით ზილფიმიანი

„სეზონი რომ არ ჩავარდეს მოხსენით კომენდანტი“

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე ხელისუფლებას ქვეყნის გახსნის და კომენდანტის მოხსნისკენ მოუწოდა.

„მივმართავ უმრავლესობას, თუ ჩვენ ივნისიდან იმისათვის, რომ სეზონი არ ჩავარდეს - ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ჟანგბადს არ მივცემთ მომსახურების სფეროს, ჩათვალეთ რომ გაცილებით უფრო დამძიმდება სიტუაცია ბიზნესში.

ბათუმში უკვე ბევრი ტურისტია. მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია, რომ ცხრა საათზე ნომერში უნდა იყვნენ. კარგად იმუშავა ჯანდაცვამ, აცრის ტემპები მომატებულია, თუმცა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სეზონი არ ჩავაგდოთ. მოვითხოვოთ, რომ გავხსნათ სეზონი ივნისიდან.

მოდი მომსახურების ბიზნესს ნუ დავღუპავთ და ხელისუფლებას მივმართოთ გახსნას ქვეყანა“, - განაცხადა ზილფიმიანმა.

შეგახსენებთ, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„ნებისმიერ პატიმრობას აქვს და უნდა ჰქონდეს ვადა“

👉 „კაჭრეთში შუამავლების გარეშე ვისხედით ადამიანები, რომლებიც თვეების მანძილზე ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით“