მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: რას მივაღწევთ მოლაპარაკების შედეგად ჯერ გამოკვეთილი არ არის

ლეიბორისტების ლიდერი

„პროცესში, რომელიც არჩევნების გაყალბების შემდეგ შეიქმნა და ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, ჩაერთვნენ საერთაშორისო პარტნიორები, აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლები“, - ამის შესახებ პარტია „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ერთიანია და არჩევნების გაყალბების შესახებ პოზიციას არ ცვლის.

„ელჩები ვერაფერს დაგვავალებენ, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ მომლაპარაკებლების პოზიციები დააახლოვონ. ის, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება და რა იქნება მიღწეული ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის, რადგან პროცესი ახლა დაიწყო“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

👉ინფორმაციისთვის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ ლიდერები აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდებიან.