მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: სად ერთი-ერთზე კონსულტაცია ელჩებთან და სად მრავალფორმატიანი?

ლეიბორისტების ლიდერი

ოპოზიციური პარტიის ლიდერები აშშ-ის ელჩს ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მეგობარი ელჩების ძალისხმევით გრძელდება კონსულტაციები ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე, რომლის თანახმადაც არავინ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. ველოდებით ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები. შეთანხმების რესურსი არის. ველოდებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს იმ წინადადებით, რომ ინიშნება ახალი არჩევნები“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ინდივიდუალური შეხვედრების შემცვლელი ფორმატი საკაცობრიო დიპლომატიამ ვერ გამონახა.

„სად ერთი-ერთზე კონტაქტი, სადაც ბევრად იოლადაა შესაძლებელი მეტი არგუმენტები გადმოალაგო შენი პოზიციების დასასაბუთებლად და სად მრავალფორმატიანი კონსულტაცია, სადაც დრო შეზღუდულია.

ამით ისევ ჩვენ გვიფრთხილდებიან ელჩები“, - დასძინა შალვა ნათელაშვილმა.

🔺 ინფორმაციისთვის, არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 „ლელო“: მთავრობა იმ საველე ჰოსპიტალს არ იყენებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტროშია დასაწყობებული

👉 პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა