მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: საზოგადოება არ არის მზად, რომ აიტანოს „ლგბტ მარშები“ (ვიდეო)

შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხდება ხელახალი პოლიტიკური ანექსია კრემლის მიერ.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესები, რაც განვითარდა 5 ივლისს კრემლის მიერ, არის ორგანიზებული ქვეყანაში არეულობის შესაქმნელად.

„საზოგადოება არ არის მზად, რომ აიტანოს ლგბტ მარშები აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა მოიხსნას და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა თეორიულად კონფერენციების დონეზე, ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს ძალადობისგან სხვა უკანონო ქმედებებისგან შესაბამისი ანტიდისკრიმინაციული კანონიც არის მიღებული.

უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროცესებს სათავეში უდგას პუტინი და ვითომ ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც ერთხელ არ ჩასულან ცხინვალთან და ერგნეთთან, დიდი გული რომ აქვთ ჟურნალისტებთან, ესენი მოსკოვიდან წამოსული ამ მილიონებით აკეთებენ პურის ფულს, მერსედესისა თუ პირადი თვითმფრინავის ფულს.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქუჩაში რომ დარბიან, გადაუგდებდნენ ცოტას და რუსეთის მიერ ორგანიზებული ისევ ჩვენ გვიტრიალდება უკან ტრაგედიად და სახელმწიფოების რყევად“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და მედიის სხვა თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„ალბათ ბოროტი ადამიანი თუ იქნება, რომელიც ძალადობას არ გმობს“ - მეუფე მიქაელი

🔴მეუფე იაკობი: ეს პრაიდი რუსების შექმნილია და მათ რუსეთის მხრიდან შეიძლება პროვოკაცია მოეწყოთ

🔴პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა