მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ნათელაშვილი: თალაკვაძისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია

ლეიბორისტების ლიდერი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის შემდეგაც ოპოზიციის მოსაზრება უცვლელი რჩება. 

„ოპოზიციის გადაწყვეტილება რჩება უცვლელი. პარლამენტში არ შევდივართ. უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ხმების გადათვლის თაობაზე წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რასაც არ დავთანხმით, მაგრამ მათ შეკრიბეს წუხელ ცესკოს სხდომა და აზრი დაუკარგეს გადათვლის საკითხსაც“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთნ.

მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერებს პარლამეტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძისგან კონკრეტული წინადადება არ მიუღიათ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.