მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა პაპუაშვილი პარტიების დაფინანსებაზე - ის, რაც ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგებმა აქამდე ჩაიდინეს, არ უნდა განმეორდეს, ამიტომ მნიშვნელოვანია კანონის მიღება

ქართული ოცნების წევრი

„ის, რაც ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგებმა აქამდე ჩაიდინეს, არ უნდა განმეორდეს, ამან პრეცედენტის სახე არ უნდა მიიღოს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ეს კანონი იყოს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიების დაფინანსების შესახებ კანონზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს კანონი უნდა იყოს იმის გამაფრთხილებელი, რომ არავინ გაბედოს, როდესაც არჩევნები დემოკრატიულად და გამართულად ჩატარდება, რაიმენაირად ამით საბოტაჟი გამოაცხადოს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია მიამიტური სახით ცრუობს, თითქოს მტკიცებულებები განადგურდა და არჩევნები გაყალბდა.

„წარმოადგინონ რაიმე მტკიცებულება. დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, 11 ათასი მათი წევრი იყო კომისიებში. 11 ათასი ხელმოწერაა იქ დაფიქსირებული. ხომ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, დავაკვირდეთ, იგივე ხელმოწერები და იგივე კომისიის წევრები ეყოლებათ, მერე რაღაც იტყვიან, ისინი მოისყიდეს, დააშინეს და განუდგნენ? დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებელია ამ კანონის მიღება. ის, რაც მოხდა საქართველოში, არ უნდა განმეორდეს. ის რაც ჩვენმა ოპოზიციურმა კოლეგებმა აქამდე ჩაიდინეს, არ უნდა განმეორდეს, ამან პრეცედენტის სახე არ უნდა მიიღოს და სწორედ მნიშვნელოვანია, ეს კანონი იყოს იმის გამაფრთხილებელი, რომ არავინ გაბედოს, როდესაც ჩატარდება არჩევნები დემოკრატიულად და გამართულად, რაიმენაირად გამოაცხადოს ამით საბოტაჟი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.