პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საია-ს სარჩელზე - ამ სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი

ქართული ოცნების წევრი
1631988968
დაკოპირებულია

„საია-ს სარჩელის თეორიული დანიშნულება ერთადერთია - არჩევნების დისკრედიტაცია და საბოტაჟი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა საია-ს ამ ნაბიჯის გადადგმა.

„დღეს ვნახე და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და არც ვიცი რით ავხსნა. ამ სარჩელის თეორიული დანიშნულებაც კი არის მხოლოდ ერთადერთი - არჩევნების დისკრედიტირება და საბოტაჟი. არ ვიცი, რატომ დასჭირდა საია-ს ამ ნაბიჯის გადადგმა. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ამ სარჩელით სადამკვირვებლო ორგანიზაცია ფაქტობრივად არჩევნების დისკრედიტირების კამპანიაში ჩაერთო. კიდევ ერთხელ, საკითხი, რასაც ეს შეეხება, ეს არის ტერიტორიების გადანაწილება, სადაც მაჟორიტარული ოლქების, ეს მთლიანი სია თუ გახსოვთ, როდესაც საარჩევნო რეფორმა მიდიოდა, მთლიანი სოფლების მიხედვით სია, მოსახლეობის მიხედვით სხვაობა რა იყო, ვთქვათ მოსახლეობას შორის ჩვენ ოპოზიციასთან ერთად გავიარეთ. მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და თუკი სადმე რამე შენიშვნა იყო, სოფელ-სოფელ გავიარეთ ეს ყველაფერი და ყველა შევთანხმდით ამ საკითხზე. ამიტომ, ახლა ამ საკითხის წამოყენება ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, სინამდვილეში რა განზრახვა დგას ამის უკან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.